წესები და პირობები

წესები და პირობები (Terms and Conditions)


1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებგვერდ tessy.ge-ს (შემდგომში „საიტი“) გამოყენებისა და შპს „ტესი აკადემია“-ს (შემდგომში „აკადემია“) მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსებით სარგებლობის პირობებს. საიტზე რეგისტრაციით და გადახდის განხორციელებით, მომხმარებელი (სტუდენტის მშობელი/კანონიერი მეურვე) ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ წესებს.

2. მომსახურების აღწერა „ტესი აკადემია“ უზრუნველყოფს ტექნოლოგიური მიმართულების სასწავლო კურსების ჩატარებას.

  • სასწავლო პროცესი მიმდინარეობს აკადემიის ფიზიკურ სივრცეში, მისამართზე: რუსთავი 3700, მე-7 მიკრო, #8 მ.ტ.

  • აკადემიაში ჯგუფების მიღება ხორციელდება წელიწადში რამდენჯერმე. სასწავლო გრაფიკი განისაზღვრება კურსის სპეციფიკის მიხედვით.

3. რეგისტრაცია და არასრულწლოვანი სტუდენტები საიტზე რეგისტრაციას, სარეგისტრაციო ფორმის შევსებასა და პერსონალური მონაცემების მოწოდებას ახორციელებს სტუდენტის მშობელი ან კანონიერი მეურვე. მომხმარებელი იღებს პასუხისმგებლობას მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის სისწორეზე.

4. გადახდის პირობები

  • ზოგიერთ კურსზე რეგისტრაციის დასასრულებლად სავალდებულოა პირველი თვის საფასურის გადახდა ონლაინ, ბანკის უსაფრთხო გადახდის ბმულის მეშვეობით.

  • შემდგომი თვეების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აკადემიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

  • ტრანზაქცია ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

5. მხარეთა უფლება-მოვალეობები

  • აკადემიის ვალდებულება: უზრუნველყოს ხარისხიანი სასწავლო პროცესი, ტექნიკურად გამართული გარემო და მასალის სრულყოფილად მიწოდება.

  • მომხმარებლის (მშობლის) ვალდებულება: უზრუნველყოს საფასურის დროული გადახდა.

  • სტუდენტის ვალდებულება: დაესწროს ლექციებს, დაიცვას დისციპლინა და გაუფრთხილდეს სასწავლო სივრცეში არსებულ ინვენტარს. ინვენტარის განზრახ დაზიანების შემთხვევაში, მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს/მეურვეს.

6. კონფიდენციალურობა მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება აკადემიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის (Privacy Policy) შესაბამისად, რომელიც განთავსებულია საიტზე.

7. საკონტაქტო და იურიდიული ინფორმაცია

  • კომპანია: შპს „ტესი აკადემია“

  • საიდენტიფიკაციო კოდი: 416392264

  • დირექტორი: დაიანა გოჩიტაშვილი

  • ფაქტიური მისამართი: რუსთავი 3700, მე-7 მიკრო, #8 მ.ტ

  • ტელეფონი: 501 22 33 76

  • ელ-ფოსტა: info@tessy.ge

 

თანხის დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)

„ტესი აკადემია“ მიზნად ისახავს მაქსიმალურად გამჭვირვალე ფინანსური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ონლაინ გადახდის გზით კურსის საფასურის დაფარვის შემთხვევაში, თანხის დაბრუნების წესები განისაზღვრება შემდეგნაირად:

1. თანხის სრულად დაბრუნება (100%) მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება, თუ:

  • აკადემიამ ტექნიკური ან სხვა მიზეზების გამო გააუქმა კურსი ან ვერ მოახერხა ჯგუფის შეკრება.

  • მომხმარებელმა გადაიფიქრა კურსზე დასწრება და ამის შესახებ წერილობით შეატყობინა აკადემიას კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე.

2. თანხის არ-დაბრუნება

  • თუ სტუდენტმა დაიწყო კურსზე სიარული და მომხმარებელმა მიიღო სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება კურსის დაწყების შემდეგ, მიმდინარე (გადახდილი) თვის საფასური არ ბრუნდება.

  • თუ სტუდენტი საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით აცდენს ლექციებს, გაცდენილი საათების საფასური არ ანაზღაურდება და არ აკლდება მომდევნო თვის გადასახადს.

3. თანხის დაბრუნების პროცედურა თანხის დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად, მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე: info@tessy.ge. წერილში მითითებული უნდა იყოს:

  • სტუდენტის სახელი და გვარი

  • გადამხდელის სახელი და გვარი

  • მოთხოვნის მიზეზი

4. დაბრუნების ვადები დადასტურებული მოთხოვნის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე საბანკო ბარათზე/ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ჩარიცხვა, მოთხოვნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

გახდი ტესის ლექტორი

ტექნოლოგიების ერთიან კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 290

  ( 290₾ )

ინგლისური ენის კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 170

  ( 170₾ )

გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 490

  ( 490₾ )

კურსზე რეგისტრაცია