ჩვენი კურსები

ისწავლე რუსთავში

ტექნოლოგიების ერთიანი კურსი

კურსის შესახებ

ტესის ტექნოლოგიების ერთიანი კურსი წარმოადგენს მრავალწლიან, ეტაპობრივ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც შექმნილია 12–17 წლის მოზარდებისთვის. კურსი აერთიანებს ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებს და ეხმარება მოსწავლეებს ციფრული აზროვნების, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული ინტერესების განვითარებაში.

სწავლება მიმდინარეობს 3 წლის განმავლობაში, თუმცა პროგრამა დაყოფილია ეტაპებად (თითო წელი ცალკე დონეა), რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს ეტაპობრივად, ასაკისა და უნარების შესაბამისად განვითარდეს.

დღე
საათი
წუთი
წამი

თვეში: 290 ₾

თვეში: 290

  ( 290₾ )

რატომ უნდა ისწავლო ტექნოლოგიების კურსზე?

💼 მაღალანაზღაურებადი სფერო
ტექნოლოგიური პროფესიები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე.

📈 მაღალი მოთხოვნა
ვებ დეველოპერი, დიზაინერი და IT სპეციალისტი საჭიროა თითქმის ყველა ორგანიზაციასა და ბიზნესში.

🌍 მუშაობის თავისუფლება
შეგიძლია იმუშაო ნებისმიერი ადგილიდან — სახლიდან, ოფისიდან ან მოგზაურობის დროსაც კი.

🧠 ლოგიკური და კრეატიული აზროვნება
ტექნოლოგიების სწავლა ავითარებს ლოგიკას, ანალიზის უნარს და შემოქმედებით აზროვნებას.

🚀 საკუთარი იდეების რეალიზება
შეგეძლება შექმნა საკუთარი ვებსაიტი, აპლიკაცია, ციფრული პროდუქტი ან ონლაინ ბიზნესი.

📊 მუდმივად განვითარებადი სფერო
ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება და გაძლევს შესაძლებლობას მუდმივად განვითარდე და წინ წახვიდე.

ვისთვის არის ეს კურსი?

მათთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები და ციფრული სამყარო

ჩვენ შეგასწავლით პროფესიას 0-დან.

მათთვის, ვისაც სურს ადრეული ასაკიდან დაეუფლოს პრაქტიკულ ციფრულ უნარებს

ტექნოლოგიური პროფესია გინდა?

მათთვის, ვისაც უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიური პროფესია

მოდი, თუ გაინტერესებს ტექნოლოგიები.

9–18 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის

დაიწყე სწავლა ადრეული ასაკიდან.

რას ისწავლი ტექნოლოგიების ერთიან კურსზე?

💻 ვებ პროგრამირება
ისწავლი ვებსაიტების შექმნის საფუძვლებს. გაეცნობი ლოგიკურ აზროვნებას, კოდის სტრუქტურას და თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებს, რაც დაგეხმარება ფუნქციური და გამართული ვებ პროდუქტების შექმნაში.

🎨 გრაფიკული დიზაინი
შეისწავლი დიზაინის საფუძვლებს: ფერების კომბინაციას, კომპოზიციას, ტიპოგრაფიასა და ვიზუალურ კომუნიკაციას. შეძლებ იდეების ვიზუალურად გადმოცემას და პროფესიული დიზაინების შექმნას.

🌐 WordPress დეველოპმენტი
ისწავლი ვებსაიტების აწყობას WordPress პლატფორმაზე – თემების მართვას, გვერდების სტრუქტურირებას, ფუნქციონალის დამატებას და პრაქტიკული, მუშა საიტების შექმნას.

🔍 ვებ ოპტიმიზაცია (SEO / SEM)
გაიგებ როგორ მუშაობს საძიებო სისტემები, როგორ ოპტიმიზირდება ვებსაიტი Google-ისთვის და როგორ იგეგმება ეფექტური სარეკლამო კამპანიები.

📱 UI/UX დიზაინი – ვებ და აპლიკაციები
შეისწავლი მომხმარებლის გამოცდილების (UX) დაგეგმვასა და ინტერფეისის დიზაინს (UI). ისწავლი ფლოუს აგებას, სტრუქტურის დაგეგმვას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნას.

🎞 Motion დიზაინი
გაიგებ მოძრაობის დიზაინის საფუძვლებს – ანიმაციებს, ტრანზიციებს და ვიზუალური ეფექტების შექმნას ვებისა და ციფრული პროდუქტებისთვის.

📲 სოციალური მედია მენეჯმენტი
ისწავლი სოციალური პლატფორმების (Instagram, Facebook, TikTok) მუშაობის პრინციპებს, კონტენტის დაგეგმვას, ბრენდთან კომუნიკაციას და აუდიტორიასთან სწორ ურთიერთობას.

📢 ციფრული მარკეტინგი
შეისწავლი მარკეტინგის საფუძვლებს – ბრენდის პოზიციონირებას, კამპანიების დაგეგმვას, კონვერსიაზე ორიენტირებულ სტრატეგიებს და შედეგების ანალიზს.

🤖 AI ტექნოლოგიები
ისწავლი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სწავლასა და პრაქტიკაში – AI ინსტრუმენტების დახმარებით კონტენტის შექმნას, იდეების გენერირებას და სამუშაო პროცესების გამარტივებას.

მთავარი მენტორი

ამირან ღლიღვაშვილი

ამირანს აქვს ციფრული დიზაინისა და მარკეტინგის კეთების 10 წლიანი გამოცდილება, არის მარკეტინგული სააგენტო ბუმერანგის დამფუძნებელი და დირექტორი, უმუშავია არაერთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბრენდთან.

უსაზღვროდ განვითარებადი კარიერა

მარკ ცუკერბერგი - Meta

მარკ ცუკერბერგი პროგრამირებას სკოლიდან სწავლობდა. Facebook უნივერსიტეტში, სტუდენტურ საცხოვრებელში შექმნა. მარტივი იდეა დროთა განმავლობაში გადაიქცა გლობალურ პლატფორმად, რომელმაც მსოფლიო კომუნიკაცია სრულად შეცვალა.
დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და გავლენიანი ტექნოლოგიური მეწარმეა მსოფლიოში.

ჯეფ ბეზოსი - Amazon

ჯეფ ბეზოსი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სწავლობდა პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს. Amazon დაიწყო როგორც პატარა ონლაინ წიგნების მაღაზია, ხოლო დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა მსოფლიოში. ბეზოსის ისტორია გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა აზროვნებამ გლობალური ბიზნესი შექმნას.

ილონ მასკი - Tesla, SpaceX

ილონ მასკი ბავშვობიდან ინტერესდებოდა პროგრამირებითა და ტექნოლოგიებით. 12 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი კომპიუტერული თამაში და გაყიდა. მოგვიანებით დააფუძნა კომპანიები, რომლებმაც შეცვალეს ელექტრომობილების, კოსმოსისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალი.
დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური ლიდერია მსოფლიოში.

ბილ გეიტსი - Microsoft

ბილ გეიტსი ბავშვობიდან იყო გატაცებული კოდირებითა და ლოგიკური ამოცანებით. მეგობართან ერთად შექმნა Microsoft, რომელმაც პერსონალური კომპიუტერები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ციფრულ სამყაროს.
მისი გზა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა ცოდნამ, შრომამ და სწორმა ხედვამ მსოფლიო შეცვალოს.

ხშირად დასმული შეკითხვები

სწავლის დასრულების შემდეგ შევძლებ დასაქმებას?

ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს კარიერული განვითარების პროგრამა, სადაც მონაწილეობით ისინი იღებენ პრაქტიკულ რჩევებს პორტფოლიოს შექმნაზე, ეფექტური CV-ის შედგენაზე და საკუთარი პროფილის საერთაშორისო პლატფორმებზე სწორად წარმოჩენაზე.

გარდა ამისა, ტესი თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ეძებენ ახალ ტალანტებს. წარმატებულ სტუდენტებს ვთავაზობთ ამ პარტნიორ ორგანიზაციებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე რეკომენდაციის შესაძლებლობას – რაც მათ რეალურ შანსს აძლევს სწრაფად დაიწყონ პროფესიული კარიერა.

არა. სწავლება იწყება ნულიდან და ეტაპობრივად რთულდება მოსწავლის შესაძლებლობების შესაბამისად.

დიახ – კურსის 80% პრაქტიკულია. ყოველი ახალი თემა ახლავს ამოცანები და პროექტები, რომლებიც დაგეხმარება რეალური სამუშაო გარემოს სიმულაციაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ ოფიციალურ ორენოვან სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს შენს ახალ უნარებს და აძლიერებს კონკურენტულობას.

სინამდვილეში, ტექნოლოგიების ერთიანი პროგრამის 1–2 თვეში გავლა უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს იმ ცოდნასა და უნარებს, რაც საჭიროა რეალური შედეგისთვის. ეს კურსი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას (პროგრამირება, დიზაინი, WordPress, SEO/SEM, მარკეტინგი, AI და სხვა) და თითოეული მათგანი მოითხოვს დროს პრაქტიკისთვის, ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის და პროექტებზე ეტაპობრივად მუშაობისთვის.

ჩვენი 3-წლიანი პროგრამა (წლიურ ეტაპებად დაყოფილი) მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას ნულიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდეს, აითვისოს სხვადასხვა მიმართულება ასაკისთვის გასაგები ფორმით, შექმნას რეალური პროექტები და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს იმ ცოდნით, რომელიც მომავალში პროფესიულ არჩევანსა და წარმატებულ კარიერას დაუდებს საფუძველს.

ჯგუფი #1
ჯგუფი #2
ჯგუფი #3
ჯგუფში დარჩენილია 6 ადგილი

გახდი ტესის ლექტორი

ტექნოლოგიების ერთიან კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 290

  ( 290₾ )

ინგლისური ენის კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 170

  ( 170₾ )

გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 490

  ( 490₾ )

კურსზე რეგისტრაცია