ჩვენი კურსები

ისწავლე რუსთავში

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის შესახებ

პროგრამა სრულიად ეფუძნება პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტები თავიდანვე ეცნობიან სხვადასხვა ტიპის დიზაინ-პროცესს, ვიზუალურ პრინციპებსა და ინდუსტრიულ სტანდარტებს. ნულიდან დაეუფლებიან იმ ტექნიკურ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე დიზაინერისთვის: იმუშავებენ Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში, შექმნიან ვიზუალებს სხვადასხვა მედია არხისთვის, ისწავლიან ყველა დეტალს რაც საჭიროა წარმატებისათვის.

დღე
საათი
წუთი
წამი
თვეში: 490

  ( 490₾ )

სრული კურსი: 5320₾ ( 8820₾ )

რატომ უნდა ისწავლო გრაფიკული დიზაინი?

ვისთვის არის ეს კურსი?

მათთვის, ვისაც სურს გახდეს გრაფიკული დიზაინერი

ჩვენ შეგასწავლით პროფესიას 0-დან.

მათთვის ვისაც, ტექ-ინდუსტრიაში სურს მოღვაწეობის დაწყება

ტექნოლოგიური პროფესია გინდა?

მათთვის, ვისაც საკუთარი უნარების განვითარება სურთ

მოდი, თუ გაინტერესებს ტექნოლოგიები.

მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ახალი პროფესია

გახდი პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერი.

რას ისწავლი კურსზე?

🎨 ციფრული დიზაინი
ისწავლი ფერების ფსიქოლოგიას, კომპოზიციას, ტიპოგრაფიას და ვიზუალური სტრუქტურის შექმნას. შეძლებ ნებისმიერ იდეას პროფესიულ, დასამახსოვრებელ დიზაინად გადაქცევას.

🖼 ფოტომანიპულაცია და ფოტოს დამუშავება
ისწავლი Photoshop-ს და illustrator-ს, სწორი რეტუში, ობიექტების ამოჭრა, ჩანაცვლება, გამოგონილი სცენების შექმნა და კრეატიული ფოტომანიპულაციები.

📱 აპლიკაციების დიზაინი
შეისწავლი მობილური აპების დიზაინის პრინციპებს, ბრიფის საფუძველზე შექმნი აპის ეკრანებს, ფლოუს და UI ელემენტებს. სამუშაოდ გამოიყენებ თანამედროვე ინსტრუმენტებს.

💻 ვებ პროდუქტების დიზაინი
გაიგებ როგორ იქმნება პროფესიული ვებსაიტები – სტრუქტურა, ვიზუალური ბალანსი, მომხმარებლის გზის დაგეგმვა და ბლოკების სწორად განთავსება.

✨ UI/UX დიზაინი
სწავლის განმავლობაში შეისწავლი: მომხმარებლის გამოცდილების ანალიზს (UX), ინტერფეისის დიზაინს (UI). 

🎞 Motion დიზაინი ვებისთვის (მოუშენ დიზაინი)
ისწავლი მოძრაობის საფუძვლებს – ანიმაციებს, ტრანზიციებს და ვიზუალური ეფექტების შექმნას. შეძლებ ბანერების და მარკეტინგული ანიმაციების მომზადებას.

📲 სოციალური მედია დიზაინი
შეიმუშავებ Instagram, Facebook და TikTok პლატფორმებისთვის ოპტიმიზებულ დიზაინებს. ისწავლი ტრენდულ სტილებს, ბრენდინგს და რეკლამების ვიზუალურ სტრუქტურას.

📢 მარკეტინგული დიზაინი
გაიგებ როგორ იქმნება გაყიდვაზე ორიენტირებული ვიზუალები: ბანერები, რეკლამები, კამპანიების დიზაინი, ფასდაკლების ლეიაუთები და კონვერსიის ამამაღლებელი ელემენტები.

🤖 AI-გენერირებული დიზაინი
ისწავლი როგორ გამოიყენო AI ინსტრუმენტები (Midjourney, Firefly, DALL·E) დიზაინ პროცესში – კონცეფციების შესაქმნელად, მოდელების შესაცვლელად, ახალი იდეების გენერირებისთვის და სამუშაოს დასაჩქარებლად.

მთავარი მენტორი

ამირან ღლიღვაშვილი

ამირანს აქვს ციფრული დიზაინისა და მარკეტინგის კეთების 10 წლიანი გამოცდილება, არის მარკეტინგული სააგენტო ბუმერანგის დამფუძნებელი და დირექტორი, უმუშავია არაერთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბრენდთან.

უსაზღვროდ განვითარებადი კარიერა

ჯონათან აივი - Apple

ჯონათანი დიზაინერობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. პირველი ესკიზები კოლეჯში შექმნა, ხოლო მოგვიანებით გახდა ადამიანი, რომელმაც iPhone-ის, iMac-ის და MacBook-ის დიზაინი შეცვალა. დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიზაინერია მსოფლიოში.

სიუზან კარე - Apple

სიუზან კარე ახალგაზრდობაში სიმბოლოებს ხატავდა საკუთარი სიამოვნებისთვის. ეს ჰობი გადაიქცა Macintosh-ის ისტორიულ ხატულებად, რომელმაც კომპიუტერული დიზაინს ახალი ერა დაუდო საფუძველი. მისი ნამუშევრები დღეს მილიონობით დოლარად ფასობს.

მატიას დუარტე - Google

მატიას დუარტე ბავშვობაში თამაშების ვიზუალს ქმნიდა. ამ ინტერესმა საბოლოოდ ის Google-ის დიზაინის მართვის პოზიციამდე მიიყვანა. მისი შექმნილი Material Design დღეს გამოიყენება მილიარდობით მოწყობილობაში, იგი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი UI/UX სპეციალისტია.

პაულა შერმა - Pentagram

პაულა შერმა კარიერა მცირე მუსიკალური ალბომების ყდების დიზაინის კეთებით დაიწყო. წლების შემდეგ იგი ქალაქების ბრენდინგის ავტორი და გრაფიკული დიზაინის ნამდვილი ლეგენდა გახდა. მისი პოსტერული ნამუშევრები დღეს აუქციონებზე ათასობით დოლარად იყიდება.

ხშირად დასმული შეკითხვები

სწავლის დასრულების შემდეგ შევძლებ დასაქმებას?

ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს კარიერული განვითარების პროგრამა, სადაც მონაწილეობით ისინი იღებენ პრაქტიკულ რჩევებს პორტფოლიოს შექმნაზე, ეფექტური CV-ის შედგენაზე და საკუთარი პროფილის საერთაშორისო პლატფორმებზე სწორად წარმოჩენაზე.

გარდა ამისა, ტესი თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ეძებენ ახალ ტალანტებს. წარმატებულ სტუდენტებს ვთავაზობთ ამ პარტნიორ ორგანიზაციებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე რეკომენდაციის შესაძლებლობას – რაც მათ რეალურ შანსს აძლევს სწრაფად დაიწყონ პროფესიული კარიერა.

არა – კურსი დაწყებისთვის არ არის საჭირო წინასწარი ცოდნა. სწავლებას ვიწყებთ საფუძვლებიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პროფესიონალურ დონემდე. მთავარია მოტივაცია, შემოქმედებითი ხედვა და სურვილი, რის განვითარებაშიც ჩვენ გვერდით დაგიდგებით.

დიახ – კურსის 80% პრაქტიკულია. ყოველი ახალი თემა ახლავს ამოცანები და პროექტები, რომლებიც დაგეხმარება რეალური სამუშაო გარემოს სიმულაციაში. ჩვენი მიზანია, საბოლოოდ შეძლო დამოუკიდებლად შექმნა პროფესიონალური ხარისხის დიზაინები.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ ოფიციალურ ორენოვან სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს შენს ახალ უნარებს და პორტფოლიოსთან ერთად აძლიერებს კონკურენტულობას.

სინამდვილეში, 1-2 თვეში შეუძლებელია გრაფიკული დიზაინის საფუძვლიანი შესწავლა და იმგვარი ცოდნის მიღება რომ ანაზღაურებად კადრად გადაიქცეთ. გრაფიკული დიზაინი მოითხოვს საკმარის დროს ტექნიკური უნარების, კრიტიკული აზროვნების, სტრატეგიისა და პრაქტიკული პროექტების შესწავლისთვის.

ჩვენი 18-თვიანი კურსი საშუალებას გაძლევთ ნულიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისოთ პროფესია, შეიძინოთ საჭირო უნარები და მზად იყოთ რეალური, მაღალანაზღაურებადი სამუშაოსთვის.

ჯგუფი #1
ჯგუფი #2
ჯგუფი #3
ჯგუფში დარჩენილია 6 ადგილი

გახდი ტესის ლექტორი

ტექნოლოგიების ერთიან კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 290

  ( 290₾ )

ინგლისური ენის კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 170

  ( 170₾ )

გრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია

ფასდაკლებით, თვეში: 490

  ( 490₾ )

კურსზე რეგისტრაცია