ისწავლე რუსთავში
ისწავლე ინგლისური მარტივად, პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული მეთოდით.
ტესიში ინგლისური ენის სწავლება დაფუძნებულია კემბრიჯის თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება საუბარზე, რეალურ დიალოგებზე, ფილმების თარგმნაზე, გუნდურ თამაშებსა და პრაქტიკულ ამოცანებზე.
კურსი განკუთვნილია ყველა ასაკისთვის, დონის მიხედვით შექმნილ მცირე ჯგუფებში (6–8 სტუდენტი). სწავლება მიმდინარეობს ადგილზე, რუსთავში, კვირაში 2-ჯერ, 1-1 საათით.
🎯 თავისუფლად ისაუბრებ ყოველდღიურ თემებზე
🎯 გაგეზრდება სიტყვათა მარაგი
🎯 გახდები მეტად თავდაჯერებული ინგლისურ ენაზე საუბრისას
🎯 შეძლებ დიალოგებში ბუნებრივად ჩართვას
🎯 ინგლისური საუბრის მოსმენისა და აუდიოგაგებისა და გამოთქმის გაუმჯობესება
🎯 გახდები თავისუფალი ინგლისურად კომუნიკაციისას
ყველასთვის, ვისაც სურს სწრაფი პროგრესი და თავისუფლად საუბრის დაწყება
ვისაც სურს სწრაფი პროგრესი და მარტივად სწავლა.
ვისაც არ ჰყოფნის ის ცოდნა რასაც სხვაგან ასწავლიან.
ვისაც სურს ინგლისურად საუბრის უნარების გაძლიერება.
ვინც ზრდასრულ ასაკში გადაწყვიტა ინგლისურის შესწავლა.
ჩვენი პროგრამა მოიცავს ყველა დონეს — A1-დან C1-მდე. თითოეული სტუდენტი ლეველს გადის საკუთარ ტემპში, ცოდნისა და უნარების ათვისების შესაბამისად.
კურსის განმავლობაში შეისწავლი:
✔ თავისუფლად საუბარს რეალურ სიტუაციებში
✔ კითხვის, წერისა და მოსმენის უნარების განვითარებას
✔ ლექსიკური მარაგის მუდმივ გაფართოებას
✔ თავდაჯერებულად საუბარს უცხო ენაზე
✔ რეალურ დიალოგებზე მუშაობას
✔ ფილმების, სერიალებისა და ავთენტური მასალების გაანალიზებას
✔ ზოგადი და სალაპარაკო ინგლისურის პრაქტიკულ გამოყენებას
✔ გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას მარტივად ახსნილი მაგალითებით
ჯორჯი არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე ინგლისური ენის მენტორი, რომელიც ამერიკაში მიღებული განათლებით ასწავლის სალაპარაკო და ზოგად ინგლისურს, ასევე ბიზნეს და IT ინგლისურს. ასწავლის როგორც მოზარდებს, ისე ზრდასრულებს.
ვანო სპეციალიზირებულია ბავშვებისთვის ინგლისური ენის სწავლებაზე. მას ამერიკაში აქვს მიღებული განათლება და დაეუფლა ბავშვებზე მორგებულ, თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიებს, რომლებიც დაფუძნებულია თამაშზე, საუბარსა და ინტერაქტიულ აქტივობებზე.
დამოკიდებულია შენს უნარებზე – ჩვენთან ლეველი არ არის მიბმული თვეობაზე. მას დახურავ მაშინ, როცა მასალას სრულად აითვისებ.
დიახ. გვაქვს A1 ჯგუფიც.
რა თქმა უნდა – მენტორი დაგეხმარება შესაბამის ჯგუფში გადაგიყვანოს.
სწავლა მარტივია – პრაქტიკაზეა აგებული, ფილმების, საუბრის და თამაშების მეშვეობით ისწავლი.
კი, თითოეული დონის დასრულების შემდეგ გაიცემა ოფიციალური სერტიფიკატი.
ჩვენ გვინდა შევქმნათ თაობა, რომელიც ფიქრობს კრეატიულად, მუშაობს გუნდურად და ქმნის მომავლის ტექნოლოგიებს.
TESSY © 2025 ყველა უფლება დაცულია